Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,   ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8  პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის   სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო თანამდებობების დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის სახელობის მათემატიკის    ინსტიტუტის დებულების  მე-10 მუხლის მე- 2 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2025 წლის 12 ივნისის N14562/10 წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის  საკონკურსო  კომისიის     2025 წლის    12 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის - მთავარი მეცნიერი    თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი   ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

თეორიული ფიზიკის განყოფილება:

მერაბ ელიაშვილი  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულების გაფორმება მერაბ ელიაშვილთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორი ჯაბა სამუშია